თავში

მერკელმა სააღდგომოდ შეზღუდვები გააუქმა

​მერკელმა სააღდგომოდ შეზღუდვები გააუქმა
მერკელმა სააღდგომოდ შეზღუდვები გააუქმა

მასშტაბური კრიტიკისა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ახალი შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების შემდეგ, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გააუქმა რიგი მკაცრი შეზღუდვები, რომელიც ქვეყანაში 1-დან 5 აპრილის ჩათვლით უნდა დაწესებულიყო. ახალი დადგენილების თანახმად, რეგულაციებო მხოლოდ 2,4 და 5 აპრილს იმოქმედებს, შესაბამისად აღდგომის დღესასწაულს აღარ შეეხება.

მანამდე შეზღუდვები გერმანიის მასშტაბით 1-5 აპრილს სუპერმარკეტების დახურვას ითვალისწინებდა, ასევე იკრძალებოდა 5 ადამიანზე მეტის შეხვედრა, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.

"ეს მხოლოდ ჩემი შეცდომა იყო, ვინაიდან საბოლოო ჯამში მხოლოდ მე მაკისრია ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა", - განაცხადა მერკელმა და მოქალაქეებს ბოდიში მოუხადა.

შეგახსენებთ, 22 მარტს ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული "ლოქდაუნი" 18 აპრილამდე გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system