
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 1945 წლის 8 მაისს განთავისუფლების დღე უწოდა და მოსახლეობას ნაციონალ-სოციალისტების მილიონობით მსხვერპლთა ხსოვნისკენ მოუწოდა. კანცლერის სიტყვებს გერმანიის მინისტრთა კაბინეტის სპიკერი, შტეფენ ზიბერტი ციტირებს.
"1945 წლის 8 მაისი განთავისუფლების დღე იყო. ეს დღე ნაცისტური დიქტატურისა და ცივილიზაციური განხეთქილების - ჰოლოკოსტის დასასრულს აღნიშნავს. ჩვენი მუდმივი პასუხისმგებლობაა პატივი მივაგოთ ნაციონალ-სოციალისტების ტირანიის დროს დაღუპული მილიონობით ადამიანის ხსოვნას", - განაცხადა კანცლერმა.
გერმანიაში 8 მაისი აღინიშნება როგორც ნაციონალ-სოციალიზმისგან განთავისუფლებისა და მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღე. 1945 წლის 8 მაისის ღამეს, კერძოდ ბერლინის დროით 22:43 საათზე, კარლჰორსტში გერმანიის მიერ უსიტყვო კაპიტულაციის გამოცხადებას მოეწერა ხელი.
Kanzlerin #Merkel zum #8Mai1945: Es bleibt unsere immerwährende Verantwortung, die Erinnerung an die Millionen von Menschen wachzuhalten, die in den Jahren nationalsozialistischer Gewaltherrschaft ihr Leben verloren. #TagderBefreiung pic.twitter.com/xtJkTizPw1
— Steffen Seibert (@RegSprecher) May 8, 2021