თავში

მერკელმა თანამდებობის დატოვების შემდეგ გეგმებზე ისაუბრა

მერკელმა თანამდებობის დატოვების შემდეგ გეგმებზე ისაუბრა
მერკელმა თანამდებობის დატოვების შემდეგ გეგმებზე ისაუბრა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მან ჯერ არ იცის თუ რას მოიმოქმედებს თანამდებობიდან წასვლის შემდეგ. მან ამის შესახებ ნაცისტური ოკუპაციისგან ნიდერლანდების განთავისუფლების 76 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

"ჩემი სამსახური პანდემიის დროს ჩემგან ახლა ბევრს მოითხოვს, ამიტომ დრო არ მაქვს ვიფიქრო იმაზე, თუ რის გაკეთებას ვაპირებ მომავალში. ცოტას დავიძინებ, ბუნებაში გავისეირნებ და დავფიქრდები, რისი გაკეთება მსურს კონკრეტულად. მოუთმენლად ველოდები ამას, მაგრამ ახლა მოხარული ვიქნები შევასრულო ჩემი საქმე", - თქვა კანცლერმა.

მერკელს ასევე დაუსვეს კითხვა პენსიაზე გასვლას ხომ არ აპირებს, რაზეც მან ერთი სიტყვით უპასუხა, "ვნახავთ".

12 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მერკელმა უარი თქვა კანდიდატურის განმეორებით წარდგენაზე კანცლერის არჩევნებში, რომლებიც 26 სექტემბერს უნდა ჩატარდეს. ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის თანამდებობას 2005 წლიდან იკავებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system