თავში

მეტეოროლოგები 2020 წელს ექსტრემალურ ამინდს პროგნოზირებენ

მეტეოროლოგები
მეტეოროლოგები 2020 წელს ექსტრემალურ ამინდს პროგნოზირებენ

2019 წელი, მეტეოროლოგიური დაკვირვებების ისტორიაში, ყველაზე თბილ წელიწადთა შორის მეორე ადგილზეა. თუ მსოფლიო საზოგადოება სათბურის გაზების ემისიის შესამცირებლად ზომებს არ მიიღებს, საუკუნის ბოლოს ტემპერატურა 3-დან 5 გრადუსი ცელსიუსამდე გაიზრდება, ხოლო წელს პლანეტაზე ისეთი ამინდია მოსალოდნელი, რომელიც გაცილებით ექსტრემალური იქნება, ვიდრე გასულ წლებში. ამის შესახებ ჟენევაში, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) გენერალურმა მდივანმა პეტერ ტაალასმა განაცხადა. 

"2020 წელი 2019 წლის ბოლოს დაწყებული მოვლენებით დაიწყო - მოვლენებით, რომლებმაც კლიმატზე ძლიერი გავლენა მოახდინეს", - დაასკვნა WMO–ს ხელმძღვანელმა და აღნიშნა, რომ ავსტრალიაში ხანძარი ყველა დროის ყველაზე თბილი და მშრალი ამინდის გამო გაჩნდა. 

სამწუხაროდ, ჩვენ 2020 წლის განმავლობაში ბევრად უფრო ექსტრემალურ ამინდს ველოდებით და ეს მომდევნო ათწლეულების განმავლობაშიც გაგრძელდება”, - დასძინა ტაალასმა და საზოგადოებას შეახსენა, რომ რომ სათბურის გაზები, რომლებიც ატმოსფეროში სითბოს ინარჩუნებენ, რეკორდულ დონეს მიაღწევს. 

WMO ასახელებს მონაცემებს, რომლის მიხედვითაც 2019 წელი კლიმატის დაკვირვების ისტორიაში მეორე ყველაზე თბილი წელია. რეკორდული მაჩვენებელი, ჯერჯერობით, 2016 წელს დაფიქსირდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system