თავში

მეთიუ მაკკონაჰის განცხადებით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ორჯერ გახდა

მეთიუ მაკკონაჰის განცხადებით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ორჯერ გახ
მეთიუ მაკკონაჰის განცხადებით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ორჯერ გახდა

ჰოლივუდის მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰიმ Tamron Hall-ის შოუს დროს ბავშვობის მძიმე პერიოდზე ისაუბრა. საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნში - Greenlights - მსახიობი წერს, რომ მოზარდობის პერიოდში სექსუალურ ძალადობის მსხვერპლი ორჯერ გახდა.

მსახიობის განცხადებით, პირველად სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 15 წლის ასაკში გახდა. მას მომხდარის შესახებ არავისთვის უცნობებია. მეორედ, შემთხვევა  18 წლის ასაკში განმეორდა.

გადაცემის დროს წამყვანმა მსახიობს სთხოვა, წარსული უარყოფითი გამოცდილების შესახებ ესაუბრა, თუმცა მან დამატებითი დეტალების გასაჯაროებისგან თავი შეიკავა.

ჰოლივუდის მსახიობმა ხაზგასმით განაცხადა, რომ დამატებითი დეტალები, შესაძლოა, მედიის მიერ არასწორი ფორმით იქნას გამოყენებული. მეთიუმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თავს მსხვერპლად არ თვლის.

”ეს ორი მოვლენა 15 და 18 წლის ასაკში დამემართა. ეს რომ უფრო ადრე მომხდარიყო, ალბათ უფრო რთული იქნებოდა", - აცხადებს მსახიობი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system