თავში

ნიდერლანდებში მდინარეების პლასტიკისგან გაწმენდის ახალი მეთოდი გამოიგონეს

ნიდერლანდებში მდინარეების პლასტიკისგან გაწმენდის ახალი მეთოდი გამოიგონეს
ნიდერლანდებში მდინარეების პლასტიკისგან გაწმენდის ახალი მეთოდი გამოიგონეს

როტერდამში, 25 წლის ბოიან სლატმა აპატარი წარადგინა, რომელიც მდინარეებისა და წყალსაცავების პლასტიკისგან გაწმენდისთვისაა განკუთვნილი.

სლატი გუნდთან ერთად 4 წლის განმავლობაში მუშაობდა და შექმნა მოწყობილობა, რომელსაც დღეში სულ მცირე 50 ტონა პლასტიკის შეგროვება შეუძლია. მისი ფასი 700 000 ევროს აღწევს. შეგროვებული ნაგავი გადამუშავდება.

ბოიანი აცხადებს, რომ გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლის საშუალებებზე მუშაობას აგრძელებს. ამჟამად ის მოწყობილობის მოდიფიცირებულ ვერსიას ქმნის, რომელიც ჰავაის კუნძულებსა და კალიფორნიას შორის წყნარი ოკეანის მონაკვეთის გაწმენდისთვის იქნება გამოყენებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system