თავში

მეცნიერები: ადამიანის წონაზე ერთი კონკრეტული გენი შეიძლება იყოს პასუხისმგებელი

მეცნიერები: ადამიანის წონაზე ერთი კონკრეტული გენი შეიძლება იყოს
მეცნიერები: ადამიანის წონაზე ერთი კონკრეტული გენი შეიძლება იყოს პასუხისმგებელი

ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა (IMBA) აღმოაჩინა, რომ ადამიანის წონაზე ერთი კონკრეტული გენი შეიძლება იყოს პასუხისმგებელი. ავტორების აზრით, ეს აღმოჩენა "ჰარმონიული მედიცინის" გამოგონებას შეუწყობს ხელს. კვლევის შედეგები  ჟურნალში, სახელად "Cell-ში" გამოქვეყნდა. 

”მეცნიერთა უმეტესობა ჭარბწონიანობას და ჭარბწონიანობის გენეტიკას სწავლობს. ჩვენ ტაქტიკა შევცვალეთ და სიმსუბუქის შესწავლა დავიწყეთ. ამ მეთოდმა კი კვლევების წარმოებისთვის ახალი გზები გაგვიხსნა”, - განაცხადა ნაშრომის ერთ-ერთმა ავტორმა, ჯოზეფ პენინგერმა. 

მეცნიერებმა ესტონეთის გენეტიკის ცენტრის მონაცემთა ბაზა შეისწავლეს და გამოჰყვეს ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც კვების რაციონს საკუთარი სურვილისამებრ ადგენენ, თუმცა მიუხედავად ამისა, ზედმეტ კილოგრამებს არ იმატებენ. კვლევის ავტორებმა ამ ადამიანების გენეტიკაში მსგავსების ძიება დაიწყეს და გაირკვა, რომ გახდომის პროცესზე პასუხისმგებელი "ALK" გენის მუტაციაა. კვლევების თანახმად, მისი სინთეზის დათრგუნვამ, შესაძლოა, ცხიმების წვის პროცესის დაჩქარება გამოიწვიოს. 

”ALK-ს კიბოს კონტექსტში ფართოდ შეისწავლიან, მაგრამ ამ გენის სიგამხდრესთან დაკავშირებული ბიოლოგიური როლის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, - განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ლიდერმა მაიკლ ორთოფერმა. 

ცხოველებზე და მწერებზე ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ჰიპოთალამუსში "ALK– ის" გამორთვა, რომელიც  მეტაბოლური კოორდინაციის ცენტრალურ წერტილად აღინიშნება, ცხიმების წვას იწვევს. 

კვლევაზე დაყრდნობით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ამ გენის დეტალურმა შესწავლამ, ჭარბწონიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში, მეცნიერება შესაძლოა ახალ ეპოქამდე მიიყვანოს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system