თავში

მეცნიერები AstraZeneca-ს შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებენ

​მეცნიერები AstraZeneca-ს შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებენ
მეცნიერები AstraZeneca-ს შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებენ

გერმანიის გრეიფსვალდის უნივერსიტეტმა შეისწავლა იმ პაციენტების ნიმუშები, რომლებსაც AstraZeneca–ს პრეპარატით ვაქცინაციის შემდეგ თრომბები განუვითარდათ და ისაუბრეს, რატომ დაფიქსირდა ასეთი რეაქცია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NDR ავრცელებს.

მეცნიერები პაულ ერლიხის უნივერსიტეტს დაუკავშირდნენ, რომელის გერმანიის წამლის მარეგულირებელი ორგანოა და ექვსი პაციენტის სისხლის ნიმუშები მიიღეს. მათ თრომბები განუვითარდათ. კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინა თრომბოციტების აქტივიზაციას ახდენს.

ეს მექანიზმი, ძირითადად, სხეულზე იარების მოშუშების პერიოდში აქტიურდება, როდესაც სისხლი დედდება და ნაიარევი იხურება. ზოგიერთ პაციენტში ეს მექანიზმი ვაქცინაციის შემდეგ იწყებოდა.

მეცნიერების თქმით, მექანიზმის აღწერა ახლა სპეციალისტებს მკურნალობის კურსის შემუშავებაში დაეხმარება: შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი პრეპარატები, რომლებიც თრომბოზის საწინააღმდეგოდ გამოდგება. ამავე დროს, თრომბოზის საწინააღმდეგო პრეპარატების პრევენციის მიზნით გაკეთება არ შეიძლება. მკურნალობა მხოლოდ თრომბის ფორმირების შემდეგ უნდა დაიწყოს.

კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Lancet- ში გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპული წამლების მარეგულირებელმა (ЕМА), AstraZeneca-თი ვაქცინირებულებში შესაძლო თრომბოემბოლიური გართულებების შესახებ მონაცემების შეფასების შემდეგ, დაასკვნა, რომ ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური და უსაფრთხოა. ამის შესახებ ამსტერდამში გამართულ პრესკონფერენციაზე ЕМА-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ემერ კუკმა განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system