თავში

მეცნიერები COVID-19-ის ახალ სიმპტომზე საუბრობენ

მეცნიერები COVID-19-ის ახალ სიმპტომზე საუბრობენ
მეცნიერები COVID-19-ის ახალ სიმპტომზე საუბრობენ

მეცნიერთა ჯგუფმა კორონავირუსის ახალი სიმპტომი გამოავლინა, რომელიც მათი განცხადებით, ინფიცირებულ პაციენტთა მხოლოდ მცირე ნაწილში გვხვდება. გამოცემა Indian Express-ის ცნობით, მეცნიერები კორონავირუსის ახალ სიმპტომად "ბელის სინდრომს" მიიჩნევენ.

ბელის დამბლა ასევე სახის დამბლის სახელითაა ცნობილი და ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს. ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, დამბლა შესიებისა და ანთების შედეგია, რომელიც ნახევარი სახის კუნთების მაკონტროლირებელ ნერვზე ვითარდება. დამბლა შესაძლოა ვირუსული ინფექციის შემდეგაც განვითარდეს.

ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსი შეიძლება იყოს პასუხისმგებელი სახის ნერვის დამბლის შემთხვევების გახშირებაზე. 

ჩინეთში, 65 წლის ქალს, რომელიც საავადმყოფოში სახის დამბლით მოათავსეს, ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა.

BMJ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია, რომლის თანახმად, სახის ნერვის ანთებითი დაზიანება, რომელიც იწვევს პერიფერიულ სახის ნერვის დამბლას, ჩვეულებრივ ასოცირდება ვირუსულ ინფექციასთან. გამოცემის თანახმად,  სახის ნერვის პერიფერიული დამბლის განვითარების მიზეზი შესაძლოა COVID-19 იყოს და ნევროლოგიური სიმპტომები სწორედ ვირუსზე მიუთითებს.

უმეტესად, სახის დამბლა დროებითია. სიმპტომები რამდენიმე კვირაში უმჯობესდება, ხოლო სრული განკურნება რამდენიმე თვეში ხდება. პაციენტების გარკვეულ რაოდენობას კი კვლავ აღენიშნება დამბლის გარკვეული სიმპტომები მთელი ცხოვრების განმავლობაში. 

ბელის დამბლას შემდეგი სახის სიმპტომები ახასიათებს:

- სისუსტე, ტოტალური პარალიზი სახის ცალ მხარეს, რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში

- სახის მოდუნება და მიმიკის გართულება, თვალის დახუჭვის ან ღიმილის გართულება

- ნერწყვდენა

- მომატებული მგრძნობელობა ხმაურზე 

- თავის ტკივილი

- გემოს შეგრძნების დაქვეითება და სხვ.

ამ დროისათვის დაზუსტებული არ არის, თუ რამდენად გავრცელებულია ეს სიმპტომი პაციენტებში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system