თავში

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ძაღლები პატრონებს სიცოცხლეს უხანგრძლივებენ

​მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ძაღლები პატრონებს სიცოცხლეს უხანგრძლივებენ
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ძაღლები პატრონებს სიცოცხლეს უხანგრძლივებენ

მეცნიერებმა გამოთვალეს, რამდენი წლით უხანგრძლივებენ ძაღლები პატრონებს სიცოცხლეს და როგორ იცავენ სხვადასხვა დაავადებებისგან. კვლევა ამერიკის კარდიოლოგიური ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა.

„თუ ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სერიოზული დაავადებები აქვს, ძაღლის აყვანით ნაადრევი სიკვდილის რისკი, საშუალოდ, 31%-ით მცირდება, - ნათქვამია კვლევაში.

კვლევების შედეგების მიხედვით, ძაღლების ყოლა ხანშიშესული ადამიანებისთვის არის რეკომენდირებული. ცხოველები მათ ეხმარებიან, თავი მარტოსულად და სოციალურად იზოლირებულად არ იგრძნონ. ამ შემთხვევაში სიკვდილის რისკი 33%-ით მცირდება.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ძაღლებს ეპილეფსიის შეტევების პროგნოზირება შეუძლიათ. მათი თქმით, შეტევამდე ადამიანების ოფლის სუნი იცვლება, რასაც ძაღლი ადვილად იგებს და გარშემომყოფებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ყეფით აცნობებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system