თავში

მეცნიერები განმარტავენ, რატომ დაფარა უკრაინული ანტარქტიკული სადგური "სისხლიანმა თოვლმა" - PHOTO

​მეცნიერები განმარტავენ, რატომ დაფარა უკრაინული =
მეცნიერები განმარტავენ, რატომ დაფარა უკრაინული ანტარქტიკული სადგური სისხლიანმა თოვლმა - PHOTO

ინტერნეტში დიდი აჟიოტაში გამოიწვია სურათებმა, რომლებზეც უკრაინული ანტარქტიკული სადგური "აკადემიკოსი ვერნანდსკი" წითელი ფერის თოვლითაა დაფარული. პოსტს Facebook-ში უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მომხმარებლები პოსტს აზიარებენ და ზოგი ვარაუდსაც გამოთქვამს, რომ ეს მოახლოებული აპოკალიფსის ნიშანია.

თუმცა მეცნიერებმა ისინი დაამშვიდეს. მათი თქმით, თოვლს ასეთი ელფერი თოვლის მიკროსკოპულმა წყალმცენარემ შესძინა, რომლის დასახელებაა "Chlamydomonas nivalis". ისინი სპორებს ქმნის, რომელსაც დაბალი ტემპერატურის არ ეშინია და ზამთრის ყინვასაც უძლებს. როდესაც ამინდი უმჯობესდება, სპორები იზრდება. მეცნიერების თქმით, ეს ამ დროისთვის საკმაოდ სახასიათო მოვლენაა, რადგან ანტარქტიდაში ახლა ზაფხულია.

მწვანე პიგმენტის, ქლოროფილის გარდა, წყალმცენარის უჯრედი წითელი კაროტინის ფენას შეიცავს. ამის გამო თოვლზე წითელი ლაქები ჩნდება.

მეცნიერების თქმით, ასეთი მოვლენა საკმაოდ იშვიათია არქტიკასა და ალპებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system