თავში

მეცნიერები ინდური შტამის საშიშ სიმპტომებს ასახელებენ

მეცნიერები ინდური შტამის საშიშ სიმპტომებს ასახელებენ
მეცნიერები ინდური შტამის საშიშ სიმპტომებს ასახელებენ

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსის ინდური შტამი, რომელსაც სხვაგვარად "დელტა შტამს" უწოდებენ, სხვა ვარიაციებთან შედარებით უფრო გადამდებია და უფრო მძიმე სიმპტომები ახასიათებს. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg  წერს.

გამოცემის ცნობით, კვლევებით ცნობილი გახდა აღმოჩნდა, რომ ახალი მუტაცია ისეთ  სიმპტომებს იწვევს, რომლებიც კორონავირუსის სხვა შტამით ინფიცირებულ პაციენტებში, ჩვეულებრივ, არ გვხვდება. ეს სიმპტომებია: განგრენა, სმენის დაქვეითება, საჭმლის მონელების მძიმე დარღვევები, თმის ცვენა და თრომბოზი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ "დელტა შტამი" უკვე გავრცელდა დიდ ბრიტანეთში და შოტლანდიაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ევროპაში კორონავირუსის უფრო გადამდები ინდური შტამის გავრცელებას ვარაუდობს.

ჯანმოს წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვირუსის ეს შტამი სპეციალისტებში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, ვინაიდან უფრო გადამდებია. 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა. ე.წ. ინდური შტამი საქართველოში შემოსულ 5 მოგზაურს დაუდასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system