თავში

მეცნიერები იტალიის ხელისუფლებას მოუწოდებენ, კარანტინი არ გააუქმოს

​მეცნიერები იტალიის ხელისუფლებას მოუწოდებენ, კარანტინი არ გააუქმოს
მეცნიერები იტალიის ხელისუფლებას მოუწოდებენ, კარანტინი არ გააუქმოს

ჩინელმა მკვლევარებმა იტალიაში კორონავირუსის გავრცელება გააანალიზეს და ჩინეთის ჰუნანის პროვინციაში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებს შეადარეს. მათ იტალიის ხელისუფლებას მოუწოდეს, კარანტინის შემსუბუქებაზე უარი თქვას. ამის შესახებ Frontiers in Medicine წერს.

მკვლევარების დასკვნით, იტალიაში პანდემია აგვისტოზე ადრე არ დასრულდება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ყველა შეზღუდვა ძალაში დარჩება. აკრძალვების შემსუბუქებას, შესაძლოა, COVID-19-ით ინფიცირების მეორე ტალღა მოჰყვეს.

"ჩვენ ვთვლით, რომ საკარანტინო ზომების შემსუბუქება, რაც იტალიაში 4 მაისს დაიწყო, ნაადრევი ნაბიჯია", - აცხადებენ ჩინელი ეპიდემიოლოგები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system