თავში

მეცნიერები პაბლო ესკობარის ჰიპოპოტამების განადგურებას განიხილავენ

მეცნიერები პაბლო ესკობარის ჰიპოპოტამების განადგურებას განიხილავენ
მეცნიერები პაბლო ესკობარის ჰიპოპოტამების განადგურებას განიხილავენ

1980 წელს კოლუმბიელმა ნარკო ბარონმა, პაბლო ესკობარმა საკუთარი ზოოპარკი შექმნა. მას კონტრაბანდით ჩამოჰყავდა ანტილოპები, სპილოები, ჟირაფები, ჰიპოპოტამები, სირაქლემები და სხვა ეგზოტიკური ცხოველები. 

ესკობარის გარდაცვალების შემდეგ, მისი ჰიპოპოტამები ჯუნგლებში გაუშვეს. ახლა კი, როგორც მეცნიერები საუბრობენ ისინი კოლუმბიის ეკოსისტემას საფრთხეს უქმნიან. ჰიპოპოტამები საკმაოდ სწრაფად მრავლდებიან და მათი რაოდენობა 2035 წლისთვის შესაძლოა 1500-ს ასცდეს.

უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ჰიპოპოტამების რაოდენობა 35-დან 65-მდე გაიზარდა. როგორც აღმოჩნდა გიგანტურმა ცხოველებმა ზოგიერთ ტბაში ნუტრიენტების ბალანსი შეცვალა, რამაც წყალმცენარეების აყვავება გამოიწვია. ამის გამო კი ტბებში მზის შუქი ვეღარ აღწევს და ადგილობრივ ფაუნას საფრთხეს უქმნის.

მეცნიერები გამოდიან ინიციატივით, რომ ჰიპოპოტამები გაანადგურონ, რადგან მათი გამრავლების კონტროლი, მცდელობების მიუხედავად ვერ ხერხდება. ამ ინიციატივას უკვე გამოუჩდნენ მოწინააღმდეგეებიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system