თავში

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადამიანები COVID-19-ით ჯერ კიდევ 2012-ში ავადდებოდნენ

​მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადამიანები COVID-19-ით ჯერ კიდევ 2012-ში ა
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადამიანები COVID-19-ით ჯერ კიდევ 2012-ში ავადდებოდნენ

COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა ჯერ კიდევ 2012 წელს იყო დაფიქსირებული. ასეთი ვარაუდი ამერიკელმა მეცნიერებმა გამოთქვეს. ჯონათან ლეტემმა და ელისონ უილსონმა შეისწავლეს ჩინელი კოლეგების სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც სამი მაღაროელის იდუმალ გარდაცვალებას ეხებოდა.

კუნ მინის სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლის სამაგისტრო ნაშრომში აღწერილი იყო პნევმონიის მანამდე უცნობი ტიპი. დისერტაციაში მოყვანილი იყო 6 მაღაროელის მონაცემები, რომლებიც 2012 წელს იყვნენ ავად. აქედან 3 გარდაიცვალა.

ამერიკელი მეცნიერების თქმით, ყველა პაციენტს COVID-19-ის მსგავსი სიმპტომები ჰქონდა: მშრალი ხველა, ქოშინი, თრომბის მომატებული წარმოქმნა და ა.შ. დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ მაღაროელები ჩინური ღამურისგან დაინფიცირდნენ.

ლეტემი და უილსონი ვარაუდობენ, რომ ცხოველის ვირუსმა ადამიანის ორგანიზმში მუტაცია განიცადა და SARS-CoV-2-ად იქცა. ჩინელმა მეცნიერებმა ის კვლევებისთვის ამოიღეს. ამერიკელი მკვლევარების თქმით, ეს ვირუსი ვუჰანის ლაბორატორიაში აღმოჩნდა, საიდანაც 2019 წელს "გაიქცა".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system