თავში

მეცნიერების აზრით, COVID-19 სიმპტომების გამოვლენიდან 11 დღის შემდეგ გადამდები აღარ არის

მეცნიერების აზრით, COVID-19 სიმპტომების გამოვლენიდა
მეცნიერების აზრით, COVID-19 სიმპტომების გამოვლენიდან 11 დღის შემდეგ გადამდები აღარ არის

სინგაპურის ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრისა და ქვეყნის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის ვირუსოლოგიის განყოფილების მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ახალი კორონავირუსი ინფექცია COVID-19-ით დაავადებული პაციენტებიდან, სიმპტომების გამოვლენიდან 11 დღის შემდეგ გადამდები აღარ არის. ამის შესახებ სტატია ჟურნალ The Straits Times-ში გამოქვეყნდა.

"გამოჯანმრთელებული პაციენტების ანალიზმა შეიძლება მიუთითოს კორონავირუსის არსებობა, თუმცა თუ მას სიმპტომები აღარ აღენიშნება, შესაძლოა ეს საზოგადებისათვის ზიანის მომტანი აღარ იყოს. ტესტები ადასტურებენ ვირუსის გენომის მხოლოდ ნაწილს, მაგრამ ვერ ახერხებენ მისი სიცოცხლისუნარიანობის დადგენას და სხვა პირზე გადაცემის შესაძლებლობას“, - ნათქვამია სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის ვირუსოლოგიის განყოფილების მეცნიერთა განცხადებაში.

ცენტრის ხელმძღვანელმა, ლეო ი სინმა აღნიშნა, რომ მეცნიერებს საკმარისი მტკიცებულება აქვთ იმის დასადასტურებლად, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 11 დღის შემდეგ ინფექცია გადამდები აღარ არის.

სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნული კვლევის შედეგებს ოფიციალურ ძალას არ ანიჭებს და ამ ეტაპისათვის საავადმყოფოს დატოვება მხოლოდ იმ პირებს შეუძლიათ, ვისი ტესტის პასუხებიც ზედიზედ ორჯერ უარყოფით შედეგს აჩვენებს.

სინგაპურში ახალი კოროვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 31 ათასს გადააჭარბა, აქედან 23 პაციენტი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system