თავში

მეცნიერებმა ადამიანების აქამდე უცნობი პოპულაცია აღმოაჩინეს

​მეცნიერებმა ადამიანების აქამდე უცნობი პოპულაცია აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ადამიანების აქამდე უცნობი პოპულაცია აღმოაჩინეს
© CNN

მაქს პლანკის საზოგადოების კაცობრიობის ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერებმა, ავსტრალიელ, გერმანელ, ინდონეზიელ, მალაიელ და სამხრეთ კორეელ მკვლევარებთან ერთად, აქამდე უცნობი მონადირე-შემგროვებელი მოზარდი გოგონას ნაშთები აღმოაჩინეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მოზარდი სამხრეთ სულავესში დაახლოებით 7,3 - 7,2 ათასი წლის წინ, 17-18 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ნაშთები პანინგეს მღვიმეში, დაახლოებით 190 სანტიმეტრის სიღრმეზე იპოვეს.

მეცნიერებმა გარდაცვლილის დნმ აღმოსავლეთ ევრაზიის უძველესი ადამიანების შესახებ მანამდე გამოქვეყნებულ მონაცემებს შეადარეს. აღმოჩნდა, რომ სულავესელი მოზარდის დნმ არც თანამედროვე, არც უძველეს ადამიანებს ემთხვევა. ამასთან, მეცნიერების თქმით, მისი თანმიმდევრობა ავსტრალიელ აბორიგენებსა და ონგეებს (ძირძველი ანდამანელი ხალხი) შორის მდებარეობს.

მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ პანინგელი მოზარდის გენომი აქამდე აღუწერელ პოპულაციას ეკუთვნის. სავარაუდოდ, მისი წინაპრები ონგე და ჰაო ბინის მონათესავე ნათესაურ ხაზებს გამოეყვნენ, როდრესაც პაპუასებისა და ავსტრალიელი აბორიგენების ჯგუფები გაიყო.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს გოგონა, შესაძლოა, მონადირე-შემგროვებლების ადგილობრივი პოპულაციიდან, რომელის სულავესიში სულ მცირე 50 ათასი წლის წინ ბინადრობდა.

ინდონეზიის, ავსტრალიისა და ოკეანიის დასახლება მეცნიერების მიერ ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system