თავში

მეცნიერებმა ადამიანისა და მაიმუნის ჰიბრიდი ემბრიონი შექმნეს

მეცნიერებმა ადამიანისა და მაიმუნის ჰიბრიდი ემბრიონი შექმნეს
მეცნიერებმა ადამიანისა და მაიმუნის ჰიბრიდი ემბრიონი შექმნეს

ამერიკელ და ჩინელ მეცნიერთა ჯგუფმა ემბრიონი შექმნეს, რომელიც ადამიანისა და მაიმუნის უჯრედებისგან შედგება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Livescience ავრცელებს.

მეცნიერებმა ადამიანის ათეულობით ღეროვანი უჯრედი მაიმუნის მზარდ ემბრიონებში შეიყვანეს. შედეგად, მიღებულმა ჰიბრიდებმა ლაბორატორიულ ჭურჭელში 20 დღემდე იარსება.

კვლევის ავტორის განცხადებით, 19 დღიანი დაკვირვების შემდეგ, შეიძლება ითქვას რომ ეს მეცნიერების მიერ წინ გადადგმული ნაბიჯია, რომლის საშუალებითაც მეტი ინფორმაცია გახდა ხელმისაწვდომი ცხოველებისა და ადამიანების უჯრედების ურთიერთზემოქმედების შესახებ. 

კვლევის მიზანია, შეიქმნას ფუნქციური ორგანოების წარმოების ახალი მეთოდი, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ორგანოების გადანერგვას საჭიროებენ.

მეცნიერებმა მაიმუნის, კერძოდ კი მაკაკას ემბრიონი იმ მიზეზით გამოიყენეს, რომ მათი გენეტიკა ყველაზე მეტად ჰგავს ადამიანისას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system