თავში

მეცნიერებმა აღმოაჩინეს გალაქტიკა - "მოჩვენება", რომელსაც ბნელი მატერია არ აქვს

​მეცნიერებმა აღმოაჩინეს გალაქტიკა - "მოჩვენება", რომელსაც ბნელი მატერ
მეცნიერებმა აღმოაჩინეს გალაქტიკა - მოჩვენება, რომელსაც ბნელი მატერია არ აქვს

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი გალაქტიკა (UDG) NGC1052-DF2 (შემოკლებით DF2), რომელიც მასში ბნელი მატერიის არარსებობით გამოირჩევა, რაც ეჭვქვეშ აყენებს ამ კოსმოსური ობიექტების ფორმირებისა და განვითარების შესახებ ადრეულ მონაცემებს. აღმოჩენა "ჰაბლის" ტელესკოპით გაკეთდა. ინფორმაციას Dazed ავრცელებს.

დადგინდა, რომ "მოჩვენება" DF2-ს არ აქვს ცენტრალური არე, სპირალური სახელოები და დისკი არ აქვს, რაც გალაქტიკებს, როგორც წესი, ახასიათებს.

”თქვენ ხედავთ გალაქტიკას, რომელშიც მხოლოდ რამდენიმე ელემენტია, დანარჩენს კი, რატომღაც, ფორმირება დაავიწყდა. ამ ტიპის გალაქტიკებისთვის არანაირი დასაბუთება არ არსებობს. ეს გალაქტიკა აბსოლუტური საიდუმლოა, რადგან მასში ყველაფერი უცნაურია”, - განაცხადა იელის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა პიტერ ვან დოკუმმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system