თავში

მეცნიერებმა ჩინეთში კორონავირუსის სავარაუდო წყარო დაასახელეს

​მეცნიერებმა ჩინეთში კორონავირუსის სავარაუდო წყარო დაასახელეს
მეცნიერებმა ჩინეთში კორონავირუსის სავარაუდო წყარო დაასახელეს

ჩინეთის ქალაქ ვუჰანში გავრცელებული, ახალი ტიპის კორონავირუსის, 2019-nCoV-ის სავარაუდო გადამტანები გველები არიან. ამის შესახებ სამედიცინო ვირუსოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყდნობით გამოცემა South China Morning Post წერს.

"ჩვენი დასკვნები გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ინფექციის შესაძლო გადამტანი გველია", - ნათქვამია პეკინის, ნანინინის, ნიმბოსა და ვუჰანის მკვლევართა განცხადებაში.

მეცნიერებმა ვირუსის გენეტიკური კოდი ცხოველთა დიდი რაოდენობის გენეტიკურ კოდს შეადარეს და დაასკვნეს, რომ ყველაზე ახლოს ამ შემთხვევაში გველის ორი სახეობაა - Many-banded krait და Chinese cobra.

ჩინეთში გველებს ხშირად იყენებენ საკვებად და ქვეწარმავლები ბაზრებში იყიდება.

ამავდროულად მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ვირუსის გველიდან ადამიანზე გადასვლის ვერსიას მეცნიერთა ნაწილი არ ეთანხმება, ვინაიდან, როგორც წესი, თითქმის ყველა მსგავსი ვირუსით ადამიანი, ძირითადად, ძუძუმწოვრებისგან ინფიცირდება.

პეკინის ზოოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტი ჩჟენ აიჰუა აცხადებს, რომ ეს ჰიპოთეზა საინტერესოა, თუმცა მის დასამტკიცებლად ექსპერიმენტებია საჭირო. 

ბოლო ინფორმაციით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 617-მდე გაიზარდა. 17 ადამიანი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system