თავში

მეცნიერებმა ჩრდილოეთ ამერიკაში მამონტების გადაშენების მიზეზი დაასახელეს

მეცნიერებმა ჩრდილოეთ ამერიკაში მამონტების გადაშენების მიზეზი დაასახელეს
მეცნიერებმა ჩრდილოეთ ამერიკაში მამონტების გადაშენების მიზეზი დაასახელეს

ჩრდილოეთ ამერიკაში პლეისტოცენის გვიანი ეპოქის პერიოდში, მრავალი მსხვილი ცხოველი ცხოვრობდა, მათ შორის მამონტები, მასტოდონები და გიგანტური თახვები. ამასთან, მეცნიერთა აზრით, ეს სახეობები დაახლოებით 12 ათასი წლის წინ გაუჩინარდნენ.

ადრე ითვლებოდა, რომ მეგაფაუნის გადაშენების მიზეზი კონტინენტზე თანამედროვე ადამიანების ჩამოსვლა იყო, რომლებიც ცხოველებზე ნადირობდნენ. ამ ჰიპოთეზის თანახმად, მეცნიერების აზრით მსხვილი ცხოველები მზად არ იყვნენ, წინააღმდეგობა გაეწიათ მათთვის, რადგან ადამიანები კარგად იყვნენ შეიარაღებულნი და სოციალიზებულები.

გერმანელი მეცნიერები კი აღნიშნავენ, რომ დღეისათვის არ არის ნაპოვნი ბევსი არქეოლოგიური მტკიცებულებებია მსხვილ ცხოველებზე ფართომასშტაბიანი ნადირობის შესახებ, რაც მეგაფაუნას შესაძლო გადაშენების შესახებ მიანიშნებს. ამიტომ, მათ წამოაყენეს თავიანთი მოსაზრება, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში მსხვილი ცხოველების გაუჩინარების მიზეზი კლიმატის ცვლილებები გახდა.

მათი აზრით, ათასწლეულების განმავლობაში ხელსაყრელი ამინდის შენარჩუნების შემდეგ, დაახლოებით 12,8 ათასი წლის წინ, კლიმატი მყინვარულ ფაზაში გადავიდა, რომელსაც "გვიან დრიასს" უწოდებდნენ. ეს იყო კლიმატის ბოლო ცვლილება, რომელიც გლობალურ გაგრილებას უკავშირდება.

მკვლევარები არ უარყოფენ იმას, რომ ადამიანებს, შესაძლოა, მონაწილეობა მიეღოთ ჩრდილოეთ ამერიკაში მსხვილი ცხოველების გადაშენებაში. თუმცა, მეცნიერები თვლიან, რომ ადამიანების როლი ისეთივე მნიშვნელოვანი არ იყო მათ გადაშენებაში, როგორც კლიმატის ცვლილებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system