თავში

მეცნიერებმა COVID-19-ის მაღალი სიკვდილიანობის შესაძლო მიზეზი დაადგინეს

მეცნიერებმა COVID-19-ის მაღალი სიკვდილიანობის შესაძლო მიზეზი დაადგინეს
მეცნიერებმა COVID-19-ის მაღალი სიკვდილიანობის შესაძლო მიზეზი დაადგინეს

კორონავირუსით ინფიცირებულთა მაღალი სიკვდილიანობა შესაძლოა D ვიტამინის ნაკლებობით იყოს გამოწვეული. ამის შესახებ ნათქვამია დედოფალი ელისაბედის სახელობის საავადმყოფოს ფონდისა და აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაში. 

Research Square-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, სპეციალისტებმა განსაზღვრეს D ვიტამინის საშუალო დონე ევროპის 20 ქვეყნის მაცხოვრებლებში. მეცნიერებმა აღნიშნული მონაცემები შეადარეს ამ ქვეყნებში კორონავირუსის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელს და მათ შორის მნიშვნელოვანი კავშირი დაინახეს.

აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დაბალია D ვიტამინის საშუალო დონე მაცხოვრებლებში, მით უფრო მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

მეცნიერების აზრით, ვიტამინი D ბლოკავს მწვავე რესპირატორულ ინფექციებს. ისინი გვირჩევენ მივიღოთ ვიტამინი D, რათა თვი დავიცვათ ახალი ვირუსისგან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ამასთანავე D ვიტამინის ჭარბი რაოდენობით მიღება ადამიანის ორგანიზმისთვის საზიანოა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system