თავში

მეცნიერებმა D ვიტამინის კიდევ ერთი სასარგებლო თვისება აღმოაჩინეს

მეცნიერებმა D ვიტამინის კიდევ
მეცნიერებმა D ვიტამინის კიდევ ერთი სასარგებლო თვისება აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ექსპერიმენტის დროს დაადგინეს, რომ D ვიტამინის დაბალმა დონემ, შესაძლოა, მომავალში სკლეროზის (MS) განვითარება გამოიწვიოს. მისი ნაკლებობა ისეთ დაავადებებზეც ახდენს გავლენას, რომელსაც სიგარეტის მოწევა იწვევს. 

კვლევა კლინიკური იზოლაციის სინდრომის (სკლეროზის ერთ-ერთ სახეობა) მქონე 278 პაციენტს ჩაუტარდა.

კვლევებით დადგინდა, რომ სისხლში D ვიტამინის უფრო მაღალი შემცველობა კოგნიტურ ფუნქციებს უფრო სტაბილურს ხდიდა, მაშინაც კი, როცა სკლეროზის განვითარების საფრთხე არსებობდა. ხოლო სისხლში D ვიტამინის დაბალი დონის მქონდე პაციენტებმა, ისევე როგორც მწეველებმა, სკლეროზის დროს კოგნიტური უკმარისობის უფრო მაღალი დონე აჩვენეს. 

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ სკლეროზის მკურნალობისას D ვიტამინის დეფიციტის კორექცია და სიგარეტის მოწევისგან თავის შეკავებაა რეკომენდებული.

ორგანიზმში ვიტამინი D კანში, მზის სხივებისაგან წარმოიქმნება.  ჩრდილოეთ განედების მოსახლეობას კი  ექიმები მათი დიეტური დანამატების სახით მიღებასაც ურჩევენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system