თავში

მეცნიერებმა დაადგინეს, რატომ ეშინიათ ადამიანებს ვაქცინაციის

​მეცნიერებმა დაადგინეს, რატომ ეშინიათ ადამიანებს ვაქცინაციის
მეცნიერებმა დაადგინეს, რატომ ეშინიათ ადამიანებს ვაქცინაციის

პოლონელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რა არის განმსაზღვრელი ფაქტორი იმიმისა, რომ ადამიანებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება არ სურთ. კვლევა ჟურნალში Social Psychological Bulletin გამოქვეყნდა.

პოლონეთის იაგელონის უნივერსიტეტების, ასევე სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სპეციალისტებმა ადამიანების ვაქცინაციის მიმართ დამოკიდებულების შესახებ ლიტერატურა შეისწავლეს. მეორე ეტაპზე მკვლევარებმა ონლაინ გამოკითხვა ჩაატარეს და 492 რესპონდენტს გაესაუბრნენ, რომლებსაც ვაქცინაციაში ეჭვი ეპარებოდათ, ან სულაც ეწინააღმდეგებოდნენ მას.

საინტერესოა, რომ გამოკითხულთა უმეტესობამ განაცხადა, თითქოს მათი პოზიცია საკუთარ გამოცდილებას ან ნაცნობების გამოცდილებას ემყარებოდა.

თუმცა, როდესაც მკვლევარებმა დეტალების გარკვევა სცადეს, რესპონდენტებმა საკმაოდ ბუნდოვანი განმარტებები გააკეთეს. ზოგიერთმა თქვა, რომ მათ არ ახსოვთ ასეთი ინფორმაციის წყარო, ზოგი კი ვაქცინაციას ბავშვებში აუტიზმს უკავშირებდა, მაგრამ ამავე დროს კორელაციის მკაფიო მტკიცებულებების დასახელება უჭირდა.

ექსპერტებმა ეს ფენომენი იმით ახსნეს, რომ ადამიანს უარყოფითი ინფორმაციის დამახსოვრების ტენდენცია ახასიათებს, თუნდაც მისთვის უბრალოდ სოციალურ ქსელებში ან საეჭვო საიტებზე მოეკრათ თვალი. ისიც ცნობილია, რომ ადამიანებს, ზოგადად, მოსწონთ თავიანთი აზრების დადასტურების ძიება და ალტერნატიული ხედვის თავიდან აცილება. ასეთი ინფორმაციის მიღებისას ადამიანს ავიწყდება, როგორ გაიგო ამის შესახებ და ხშირად ურევს მას პირად გამოცდილებასთან, ან ნათესავებისა და მეგობრების გამოცდილებასთან.

ამრიგად, ვაქცინების მიმართ არსებული სკეპტიციზმი ნებისმიერი ინფორმაციის შედეგად მყარდება, რომელიც ამ მოსაზრებას ამტკიცებს, წყაროს საიმედოობის მიუხედავად. ამავდროულად, ვაქცინების ოპონენტებს სჯერათ მათი ეფექტურობის და ვაქცინების გვერდითი ეფექტების შესახებ ანგარიშებსაც კი არაერთგვაროვნა აღიქვამენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system