თავში

მეცნიერებმა დაადგინეს სამი პროდუქტი, რომელიც კორონავირუსს ბლოკავს

მეცნიერებმა დაადგინეს სამი პროდუქტი, რომელიც კორონავირუსს ბლოკავს
მეცნიერებმა დაადგინეს სამი პროდუქტი, რომელიც კორონავირუსს ბლოკავს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყურძნის, შოკოლადის და მწვანე ჩაის ქიმიურმა ნაერთებმა, შესაძლოა, SARS-CoV-2 დაბლოკოს.

აღინიშნა, რომ SARS-CoV-2-ის მთავარი სუსტი წერტილი პროტეაზას Mpro ფერმენტია, რომელიც რეპლიკაციის მექანიზმში მონაწილეობს. ასევე ცნობილია, რომ Mpro მცენარეული ქიმიკატების ურთიერთობას თრგუნავს, რომლებსაც ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს.

ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის ექსპერტებმა საკვები და სამკურნალო მცენარეების ნაერთები შეისწავლეს. კომპიუტერულმა სიმულაციებმა და ინ-ვიტრო ლაბორატორიულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მწვანე ჩაის და ყურძნის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები ძალიან წარმატებით ახერხებს Mpro ფუნქციის აღკვეთას. ასევე ცნობილი გახდა, რომ კაკაოს ფხვნილისა და მუქი შოკოლადის ნაერთებმა პროტეაზას აქტივობა დაახლოებით ნახევრად შეამცირეს.

მკვლევარებმა ასევე აღნიშნეს, რომ მწვანე ჩაიში ხუთი ქიმიური ნაერთია, რომლებიც Mpro-ის სხვადასხვა უბანთან ურთიერთქმედებს და მის მოქმედებას ანეიტრალებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system