თავში

მეცნიერებმა დედამიწაზე ატმოსფეროს კატასტროფა იწინასწარმეტყველეს

​მეცნიერებმა დედამიწაზე ატმოსფეროს კატასტროფა იწინასწარმეტყველეს
მეცნიერებმა დედამიწაზე ატმოსფეროს კატასტროფა იწინასწარმეტყველეს

დედამიწას ჟანგბადის დაკარგვა ემუქრება, მაგრამ მეცნიერების გამოთვლის, ეს კატასტროფა მხოლოდ მილიარდი წლის შემდეგ არის მოსალოდნელი.

იაპონელმა მეცნიერმა ტოჰოს უნივერსიტეტიდან კაზუმი ოზაკიმ და აშშ-ის ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერმა კრისტოფერ რეინჰარდმა დედამიწის ატმოსფეროში თავისუფალი ჟანგბადის დაკარგვა იწინასწარმეტყველეს.

მკვლევარებმა პლანეტის ატმოსფეროს ევოლუციის მოდელირება მოახდინეს და გეოლოგიური, ბიოლოგიური და კლიმატური ფაქტორების გათვალისწინებით დაადგინეს, რომ დედამიწის ატმოსფერო კიდევ მილიარდი წლის განმავლობაში სტაბილური იქნება.

მილიარდი წლის შემდეგ კი ამასთან, მზის გაძლიერებული აქტივობის შედეგად დედამიწაზე პრაქტიკულად აღარ იქნება ჟანგბადი, რაც ამავე დროს ნახშირორჟანგის შემცირებას და ფოტოსინთეზის პროცესის დარღვევას გამოიწვევს. მეცნიერთა აზრით, ბიოსფერო ვერ შეძლებს სწრაფად მოერგოს ნაცნობ გარემოში ცვლილებებს, ამიტომ პრიმიტიული ანაერობული მიკრობები ისევ ევოლუციის ეტაპზე აღმოჩნდებიან.

20 თებერვალს ავსტრალიელმა მეცნიერებმა დედამიწაზე უცნობი გლობალური კატასტროფის ნიშნები აღმოაჩინეს. მკვლევარების აზრით, 42 ათასი წლის წინ პლანეტის მაგნიტური პოლუსების ცვლილება მოხდა, რამაც კლიმატის სერიოზული ცვლილებები და ტასმანიასა და ავსტრალიაში დიდი ცხოველების მასობრივი განადგურება გამოიწვია. ეს მოვლენა "ადამსის გეომაგნიტური გარდამავალი მოვლენის" სახელითაა ცნობილი, რაც "ავტოსტოპით გალაქტიკაში" რომანის ავტორის დუგლას ადამსის სახელს უკავშირდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system