თავში

მეცნიერებმა დედამიწის შიდა ბირთვის არსებობა დაადასტურეს

მეცნიერებმა დედამიწის შიდა ბირთვის არსებობა დაადასტურეს
მეცნიერებმა დედამიწის შიდა ბირთვის არსებობა დაადასტურეს

ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის (ANU) მკვლევარებმა დედამიწის "შინაგანი ბირთვის" არსებობა დაადასტურეს.

კვლევის წამყვანი ავტორი, დოქტორი ჯოან სტეფენსონი ამბობს, რომ ამ ფენის შემჩნევა ძნელია, მაგრამ მას განსხვავებული თვისებები აქვს და  შესაძლოა დედამიწის განვითარების აქამდე უცნობ დეტალებს ინახავდეს. 

”ჩვენ აღმოვაჩინეთ მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლოა მიუთითებდეს რკინის სტრუქტურის ცვლილებებზე, რაც დედამიწის ისტორიაში ალბათ ორი ცალკეული გაგრილების პერიოდს გულისხმობს”, - თქვა სტეფენსონმა.

მისი თქმით, შიდა ბირთვის სტრუქტურის გამოკვლევა დაგვეხმარება უფრო მეტი გავიგოთ დედამიწის ისტორიისა და ევოლუციის შესახებ. 

”ჩვენ გვასწავლეს, რომ დედამიწას აქვს ოთხი ძირითადი ფენა: ქერქი, მანტია, გარე ბირთვი და შიდა ბირთვი. კიდევ ერთი ფენის იდეა ორიოდე ათეული წლის წინ გაჩნდა, მაგრამ მონაცემები ძალიან გაუგებარი იყო" - ამბობს მკვლევარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system