თავში

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ ურთულდებათ პაციენტებს კორონავირუსის ინფექცია

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ ურთულდებათ
მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ ურთულდებათ პაციენტებს კორონავირუსის ინფექცია

იტალიის სასარის უნივერსიტეტისა და ავსტრალიის ფლინდერსის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს ბიომარკერი, რომელიც მიუთითებს კორონავირუსის გართულების საშიშროებაზე. სამეცნიერო კვლევის შედეგები გამოცემა International Journal of Infectious Diseases-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა გაანალიზეს 19 კვლევის მონაცემები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 5,600-ზე მეტმა პაციენტმა სხვადასხვა ქვეყნიდან. მათგან 3 723 ადამიანში (49%) დაავადება მსუბუქი ან საშუალო სიმძიმით წარიმართა.

კვლევის შედეგად გაირკვა, რომ არსებობს კავშირი დაავადებულ პაციენტებში კორონავირუსის გართულებულ სიმპტომებსა და ამილოიდ A (SAA) ცილის კონცენტრაციებს შორის.

აღმოჩნდა, რომ SAA-ს კონცენტრაცია მნიშვნელოვნად მაღალი იყო იმ პაციენტებში, რომლებიც გარდაიცვალნენ და რომლებმაც კორონავირუსი ძალიან მძიმედ გადაიტანეს. ზოგიერთ პაციენტში დაინფიცირებიდან პირველ 24-48 საათში SAA იზრდება 1000-ჯერ, ლიტრზე 20-50 მილიგრამი სიჩქარით და შემდეგ მათში COVID-19 მიმდინარეობს მძიმედ.

ეს გამოწვეულია ღვიძლში ცილის წარმოების გაზრდით, რაც ზოგიერთი სტიმულების პასუხია ორგანიზმის მხრიდან. თავის მხრივ, SAA ზრდის ანთების რისკს, სტიმულების სინთეზი კი ზრდის და ააქტიურებს ანთების საწინააღმდეგო სხვა ციტოკინებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კორონავირუსის ინფექციის გართულებები.

ასეთ პაციენტებს აღენიშნებათ ანთება, თრომბი და ზოგიერთი ორგანოს დაზიანება, განსაკუთრებით კი ფილტვების, თირკმელების, გულისა და ღვიძლის.

გარდა ამისა, ექსპერტებმა ასევე აღმოაჩინეს კავშირი ამილოიდის დონესა და სქესს შორის. შესაძლოა სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ მამაკაცები კორონავირუსის მიმართ მეტად მოწყვლადები არიან. 

მეცნიერების თქმით, SAA-ს ცილაზე დაკვირვებით შესაძლებელი იქნება განსაკუთრებული რისკის ჯგუფების იდენტიფიცირება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system