თავში

მეცნიერებმა განმარტეს, რატომ კარგავენ ადამიანები COVID-ის დროს ყნოსვასა და გემოს

​მეცნიერებმა განმარტეს, რატომ კარგავენ ადამიანები COVID-ის დროს
მეცნიერებმა განმარტეს, რატომ კარგავენ ადამიანები COVID-ის დროს ყნოსვასა და გემოს

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის ბრიტანელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ კორონავირუსით ინფიცირების შედეგად, რუხი ნივთიერება მცირდება პაციენტების ტვინის იმ ადგილებში, რომლებიც სუნისა და გემოს ამოცნობაზე აგებს პასუხს. კვლევის პრეპტინტი MedRxiv-ზე გამოქვეყნდა.

კვლევის მონაცემები აღებულია პროექტიდან UK Biobank, რომელსაც ადამიანები ნებაყოფლობით უზიარებენ თავიანთ ინფორმაციას ჯანმრთელობის შესახებ.

მეცნიერებმა შეარჩიეს მონაცემები 782 პაციენტისგან, რომლებმაც პანდემიამდე ტვინის სკანირება გაიარეს. აქედან 394-ს COVID-19 ჰქონდა, უმეტესობას კი - მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სიმპტომები და მხოლოდ 15 დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.

შემდეგ ყველა რესპონდენტს სთხოვეს, კიდევ ერთხელ გაეარა ტვინის კიდევ ერთი სკანირება. მეცნიერებმა კორონავირუსით ინფიცირებამდე და მის შემდეგ არსებული მონაცემები ერთმანეთს შეადარეს და დაასკვნეს, რომ იმ ადამიანებშიც კი, რომლებმაც დაავადება მსუბუქი ფორმით გადაიტანეს, რუხი ნივთიერების რაოდენობა იმ ადგილებში, რომლებიც გემოვნებისა და სუნის ამოცნობაზე აგებს პასუხს, საგრძნობლად შემცირდა. ისინი ნაწილობრივ უკავშირდება ტვინის ფუნქციებს, რომლებიც მეხსიერებასა და ემოციური რეაქციების გახსენებაზე აგებს პასუხს.

მეცნიერები ასევე ვარაუდობენ, რომ ამ ადგილების შემცირებამ გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, დემენციის რისკი გაზარდოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system