თავში

მეცნიერებმა ინგლისში ზვიგენის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ინგლისში ზვიგენის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ინგლისში ზვიგენის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ინგლისში ზვიგენის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ეს იშვიათი აღმოჩენა კიმერიჯის თიხის წარმონაქმნშიგაკეთდა, რომელიც ჩამოყალიბდა არაღრმა, ტროპიკულ-სუბტროპიკულ ზღვაში, დაახლოებით 150 მილიონი წლის წინ. ინფორმაცია ჟურნალ PeerJ-ში გამოქვეყნდა.

ზვიგენის ნამარხი მიეკუთვნება ადრე უცნობ და ჰიბოდონტიური ზვიგენების სახეობას, რომელსაც Durnonovariaodus maiseyi უწოდეს.

ჰიბოდონტის ზვიგენები გადაშენებული ზვიგენების ჯგუფების ერთ-ერთი უმდიდრესი სახეობაა და თანამედროვე ზვიგენების უახლოესი ნათესავები არიან. ისინი პირველად, დევონიანში გამოჩნდნენ, დაახლოებით 361 მილიონი წლის წინ და გადაშენდნენ დინოზავრებთან ერთად.

ახალი გვარისა და სახეობის ზვიგენი ყველა სხვა ადრე აღწერილი ჰიბოდონტის მსგავსი ზვიგენებისგან განსხვავდება, მათ შორის კბილების ფორმით.

"Durnonovariaodus maiseyi წარმოადგენს ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროს წარსულში ზვიგენების მრავალფეროვნების უკეთ გასაცნობად, ასევე ჰიბოდონტიური ზვიგენების ევოლუციის ახალი ინტერპრეტაციისთვის, რომელთა ურთიერთობები დიდი ხნის კვლევის შემდეგაც გაუგებარია", - განაცხადა ვენის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system