თავში

მეცნიერებმა კედლის გამაგრილებელი საღებავი შექმნეს

მეცნიერებმა კედლის გამაგრილებელი საღებავი შექმნეს
მეცნიერებმა კედლის გამაგრილებელი საღებავი შექმნეს

მეცნიერებმა კედლის გამაგრილებელი საღებავი შექმნეს, რომელიც ულტრაიისფერ სხივებს 95,5%-ით ირეკლავს.

"ეს არის საღებავი, რომელიც სახლს შეეფერება, ის გაცივდება და ამით ზაფხულში სახლის გაგრილების ხარჯებს შეამცირებს, შესაბამისად კონდიციონერს ნაკლებად მოიხმართ", - განაცხადეს მეცნიერებმა.

მეცნიერთა თქმით, საღებავი შეიცავს კალციუმის კარბონატის შემავსებელს, რომელიც შედარებით იაფია და ნაკლებად ითვისებს ულტრაიისფერ გამოსხივებას. ასევე იგი შეიცავს 60 სხვადასხვა ზომის კალციუმის კარბონატის ნაწილაკებს, რომლებიც ეფექტურად ირიდებენ მზის სინათლეს და დიდხანს ინარჩუნებენ სიგრილეს.

გუნდმა ორი დღის განმავლობაში საღებავის ეფექტურობა გარეთ შეისწავლა და დაადგინა, რომ ახალი საღებავით დაფარული კედლის ნაწილი დღისით 1,7 გრადუსით უფრო გრილი იყო, ვიდრე გარე გარემო, ხოლო ღამით - 10 გრადუსით.

ცნობილია, რომ მსგავსი საღებავები ადრეც იყო წარმოდგენილი, მაგრამ მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათ ნაკლებად შეეძლოთ მზის სხივების თავიდან აცილება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system