თავში

მეცნიერებმა ხელოვნური ფოთოლი გამოიგონეს, რომელსაც ჰაერის გაწმენდა შეუძლია

მეცნიერებმა ხელოვნური
მეცნიერებმა ხელოვნური ფოთოლი გამოიგონეს, რომელსაც ჰაერის გაწმენდა შეუძლია

მეცნიერებმა ხელოვნური ფოთოლი გამოიგონეს, რომელსაც ჰაერის გაწმენდა შეუძლია. მათი თქმით, ინოვაციური ტექნოლოგია ასახავს ბუნებას და იაფია. მკვლევარებმა მას "ხელოვნური ფოთოლი" უწოდეს. გამოგონებას ფოტოსინთეზის პროცესის წარმოება ისეთი დამანგრეველი ქიმიკატის გასანადგურებლად შეუძლია, როგორიც CO2.

ის, რომ ნახშირორჟანგი პლანეტის ატმოსფეროს ანადგურებს, უკვე ცნობილია. უცნაური ამინდი და კლიმატის ცვლა აშკარაა, კვლევები კი ნახშირორჟანგის დამნაშავეობაზე მიუთითებს. ახლახანს აშშ-ში, კალიფორნიაში და ავსტრალიის NSW შტატში კატასტროფული ხანძარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად, ხანძრის საწყის მიზეზს ცეცხლის გაჩენა წარმოადგენს, მის მასშტაბებს გვალვა და წყლის რესურსების ნაკლებობა ზრდის.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ხელოვნურ ფოთოლს გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლია. ფოტოსინთეზის პროცესს ბუნებრივი წითელი ფხვნილი ეხმარება, რომელსაც cuprous oxide-ს უწოდებენ. წითელი ფხვნილი ბუნებით მდიდარია, ის ხელოვნურ ფოთოლს ნახშირორჟანგის ჟანგბადსა და მეთანოლად გადაქცევაში ეხმარება. ხოლო, მას შემდეგ, რაც ნივთიერებები აორთქლდება, დარჩენილი ფხვნილისგან მიღებული ნაერთები საწვავად გამოიყენება.

წამყვანი მკვლევარი და ვატერლოოს უნივერსიტეტის ინჟინერიის პროფესორი იიმინ ვუმ კანადურ პრესას პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მას შემდეგ გააცნო, რაც ნაშრომში Nature Energy-ზე გამოქვეყნდა.

 „შევეცადე ბუნებაში ფოტოსინთეზის მიბაძვის ახალი გზა მეპოვა, სადაც ფოთლები ნახშირორჟანგსა და წყალს მზის შუქის დახმარებით გლუკოზასა და ჟანგბადად გარდაქმნიან. მოტივაციაა შემცირდეს ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი, სათბურის გაზები და იმედი მაქვს, ჩვენ გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილს შევიტანთ და ეს პროცესები უკან დაიხევს. ამ ტექნოლოგიამ მიაღწია მზის ენერგიის საწვავად გამოყენების დაახლოებით 10 პროცენტს. ეს უკვე უფრო დიდია, ვიდრე ბუნებრივი ფოტოსინთეზი ,რადგან ამ დროს მისი მაჩვენებელი 1 პროცენტია", - განაცხადა მან.

პროფესორი ვუ პროექტზე 2015 წლიდან მუშაობს. თვლის, რომ კიდევ მრავალი წელი გავა, სანამ ხელოვნური ფოთლის კომერციალიზაციას დაიწყებენ, მაგრამ იმედოვნებს, რომ ამ დროისთვის დიდ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, შეამცირონ ნახშირბადის გამოყოფა ფოთლების ტექნოლოგიით. ნავთობის, ფოლადის და საავტომობილო კომპანიები პროფესორ ვუის „რადარზე“ არიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system