თავში

მეცნიერებმა კორონავირუსის პირველი მნიშვნელოვანი მუტაცია აღმოაჩინეს

​მეცნიერებმა კორონავირუსის პირველი მნიშვნელოვანი მუტაცია აღმოაჩინეს
მეცნიერებმა კორონავირუსის პირველი მნიშვნელოვანი მუტაცია აღმოაჩინეს

ტაივანელმა და ავსტრალიელმა მეცნიერებმა კორონავირუს SARS-CoV-2-ის მნიშვნელოვანი მუტაცია აღმოაჩინეს. კვლევის წინასწარი შედეგები bioRxiv-ზე გამოქვეყნდა.

ზოგადად მეცნიერები ვირუსის გენომის სტაბილურობაზე და ვაქცინის შემუშავების პერსპექტიულობაზე საუბრობენ. მათი თქმით, აღმოჩენილი მუტაცია ადამიანისთვის ნაკლებად საშიშია.

კვლევის დროს მეცნიერებმა COVID-19 გამომწვევის 106 ნიმუშის გენეტიკური სტრუქტურა შეისწავლეს. მონაცემები მოიცავდა 54 ჩანაწერს აშშ-დან, 35-ს - ჩინეთიდან, სამს - ესპანეთიდან, ორს - ბრაზილიიდან და თითოს - ავსტრალიიდან, ფინეთიდან, ინდოეთიდან, იტალიიდან, ნეპალიდან, სამხრეთ კორეიდან და შვედეთიდან.

მეცნიერების მიერ აღმოჩენილი პირველი მნიშვნელოვანი მუტაცია იმ პაციენტის ნიმუშში აღმოჩნდა, რომელიც 27 იანვარს ინდოეთში ერთ-ერთი პაციენტისგან აიღეს. ამ მუტაციამ გენომი ისე შეცვალა, რომ პათოგენს ადამიანის უჯრედებში არსებულ რეცეპტორთან, ACE2-სთან დაკავშირება გაძნელდა, რამაც ვირუსი ადამიანისთვის ნაკლებად საშიშად აქცია.

მეცნიერებმა ასევე ახალი ინფორმაციის შესახებ ინფორმაცია SARS კორონავირუსის გენომის 39 თანმიმდევრობა შეადარეს. შედეგებმა აჩვენა, რომ ზოგადად SARS-CoV-2-ის ვირუსის გენომი უფრო მდგრადია და მუტაციას უფრო ნაკლებად განიცდის, ვიდრე SARS. გარდა ამისა, ის უფრო სტაბილურია, ვიდრე ვირუსები, რომელიც მწვავე რესპირატორულ დაავადებებს იწვევს.

ავტორების თქმით, ეს იმის იმედს აჩენს, რომ ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ ეფექტური იქნება, თუმცა თუ ახალი ტიპის კორონავირუსის მუტაცია გაგრძელდება, ეს ვაქცინაზე მუშაობას მნიშვნელოვნად გაართულებს.

"ვინაიდან ვირუსი მსოფლიოში სწრაფად გავრცელებას განაგრძობს და სულ უფრო მეტ გენომურ მონაცემებს აგროვებს, აუცილებელია SARS-CoV-2-ის ევოლუციის და მუტაციის დეტალური კონტროლი. ჩვენ დავადასტურეთ, რომ SARS-CoV-2-ს მუტაციის შედარებით მცირე სიხშირე აქვს, თუმცა ამასთან დავამტკიცეთ, რომ ახალი მუტაცია, სხვა იმუნური მახასიათებლებით და ვირულენტობით, უკვე გაჩნდა", - ნათქვამია სტატიაში.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ახალი კორონავირუსის გენომი სტაბილური ჩანს, ერთადერთი აღმოჩენილი მნიშვნელოვანი მუტაცია ნაკლებად საშიშია, ვიდრე თავად ვირუსი, ეკლის s-ცილა, რომლითაც ვირუსი უჯრედთან მაგრდება, უცვლელი დარჩა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system