თავში

მეცნიერებმა კოვიდინფიცირებულებში ანომალია აღმოაჩინეს

​მეცნიერებმა კოვიდინფიცირებულებში ანომალია აღმოაჩინეს
მეცნიერებმა კოვიდინფიცირებულებში ანომალია აღმოაჩინეს

კოვიდინფიცირებული რამდენიმე პაციენტის ორგანიზმში მედიკოსებმა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანომალიური ცვლილებები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელიც ჟურნალ Radiology-ში გამოქვეყნდა.

სპეციალისტებმა COVID-19-ით ინფიცირებული 414 პაციენტის მონაცემები შეისწავლეს. კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ პაციენტების ნაწილში ნაწლავის პრობლემები აღმოაჩინა. კერძოდ, რამდენიმე ინფიცირებულს პნევმატოზის დიაგნოზი დაუსვეს. ამ დროს გაზები საჰაერო კისტებს წარმოქმნის. ჰარდა ამისა, რამდენიმე ადამიანს ნაწლავის იშემია განუვითარდა, ასევე ჰოლესტაზი (ნაღვლის წარმოქმნის დარღვევა).

ასეთი პაციენტების საშუალო ასაკი 57 წელს შეადგენს. უმრავლესობა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო შეერთებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system