თავში

მეცნიერებმა მათემატიკურად დაამტკიცეს, რომ უკვდავება ვერასდროს იარსებებს

მეცნიერებმა მათემატიკურად დაამტკიცეს, რომ უკვდავება ვერასდროს იარსებე
მეცნიერებმა მათემატიკურად დაამტკიცეს, რომ უკვდავება ვერასდროს იარსებებს

არიზონას უნივერსიტეტის მეცნიერებმა მათემატიკურად დაამტკიცეს, რომ ადამიანისთვის უკვდავება მიუღწეველი ოცნებაა. სიბერე და სიკვდილი გარდაუვალი პროცესებია, რომლებიც დროთა განმავლობაში, ტექნოლოგიურად განვითარებულ საზოგადოებაშიც კი არ გაქრება. ამის შესახებ სტატია გამოცემა Proceedings of the National Academy of Academy-ში გამოქვეყნდა.

პროფესორი ჯოანა მასელის განცხადებით,  მეცნიერებმა შექმნეს ორგანიზმში უჯრედების კონკურენციის მათემატიკური მოდელი, რადგან თითოეულ უჯრედს საპირისპირო ამოცანები აქვს. ერთის მხრივ, უჯრედები ცდილობენ გადარჩნენ საკუთარი ძალებით, ხოლო მეორე მხრივ, ისინი ცდილობენ დაეხმარონ მთელ სხეულს არსებობაში. მაგრამ ეს პროცესი მათ შორის "კონკურენციას" იწვევს, რაც შემდგომში დაბერების და გარდაცვალების მიზეზი ხდება. 

სხეული ბერდება, რადგან მასში ცუდად მოქმედი ძველი უჯრედები გროვდება. ამასთან, უჯრედებს შორის "ბუნებრივი გადარჩევის" სტიმულირება იწვევს იმ ფაქტს, რომ მათგან ყველაზე აგრესიული უკონტროლოდ იზრდება და სამომავლოდ კიბოს იწვევს.

ამრიგად, სიკვდილი ცოცხალი ორგანიზმის განუყოფელი თვისებაა, რომლიც გარდაუვალია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system