თავში

მეცნიერებმა მკვლელი ვეშაპების სხეულში დაბინძურების მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩინეს

მეცნიერებმა მკვლელი ვეშაპების სხეულში დაბინძურების მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩინეს
მეცნიერებმა მკვლელი ვეშაპების სხეულში დაბინძურების მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩინეს

მაკგილის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ზოგიერთი ისლანდიული მკვლელი ვეშაპის ცხიმოვან ფენაში PCB-ების (პოლიქლორირებული ბიფენილები) მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Science Daily ავრცელებს.

PCB არის სამრეწველო ქიმიკატები, რომლებიც ათწლეულების წინ აკრძალული იყო, მას შემდეგ რაც მათ გავლენა მოახდინეს როგორც ადამიანის, ასევე ცხოველების ჯანმრთელობაზე. ისინი გარემოში გამოყოფისას ძალიან ნელა იშლება და ზღვის ძუძუმწოვრების სხეულში გროვდება.

ისლანდიის წყლებში მობინადრე 50 მკვლელი ვეშაპიდან აღებული კანისა და კანქვეშა ცხიმის ნიმუშების ანალიზმა გამოავლინა მნიშვნელოვანი განსხვავებები დაბინძურების კონცენტრაციებსა და პროფილებში. მკვლელ ვეშაპებში, რომელთა საკვებიც მოიცავს ზღვის ცხოველთა ფართო სპექტრს, PCB-ების კონცენტრაცია ცხიმოვან შრეში საშუალოდ 9-ჯერ მეტი იყო, ვიდრე მკვლელი ვეშაპები რომლებიც ძირითადად მხოლოდ თევზს ჭამენ.

"მკვლელი ვეშაპები ზღვის მთავარი მტაცებლები არიან და, რადგან ისინი სხვადასხვა ზღვის ბინადრებით იკვებებიან პლანეტის ყველაზე დაბინძურებული ცხოველები არიან", - განაცხადა მაკგილის უნივერსიტეტის პროფესორმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system