თავში

მეცნიერებმა მოწევის ახალი საფრთხე დაასახელეს

​მეცნიერებმა მოწევის ახალი საფრთხე დაასახელეს
მეცნიერებმა მოწევის ახალი საფრთხე დაასახელეს

ნიკოტინისადმი დამოკიდებულება შიზოფრენიისა და დეპრესიის განვითარების რისკს აორმაგებს. ამის შესახებ ბრიტანელი გენეტიკოსები აცხადებენ, რომლებმაც დიდი ბრიტანეთის ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქის დნმ-ის ანალიზი შეისწავლეს.

კვლევაში, რომელიც ჟურნალ Psychological Medicine-ში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთის მწეველებს დაახლოებით 2,27-ჯერ უფრო ხშირად ემართებოდათ შიზოფრენია და ორჯერ მეტად - ქრონიკული დეპრესია.

კვლევამ აჩვენა, რომ ნიკოტინი უარყოფითად მოქმედებს ტვინის ნეირომედიატორებზე - სეროტონინსა და დოფამინზე, რომელიც შიზოფრენიისა და დეპრესიის განვითარებაში მონაწილეობს.

ბრიტანელი მეცნიერების თქმით, მოწევასა და სხვა მავნე ჩვევებისადმი ბრძოლისას ფსიქიკური დაავადებების მქონე პირები ხშირად უგულებელყოფილია.

„ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ თამბაქოზე უარის თქმა არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც აუმჯობესებს“, - აცხადებენ გენეტიკოსები.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system