თავში

მეცნიერებმა მცენარე-რობოტი შექმნეს - PHOTO

​მეცნიერებმა მცენარე-რობოტი შექმნეს
მეცნიერებმა მცენარე-რობოტი შექმნეს - PHOTO

სინგაპურში მეცნიერებმა მცენარეებისა და ხელოვნური ინტელექტის ერთმანეთთან დაკავშირება შეძლეს. მათ მცენარეები სპეციალურ ელექტროდებთან შეაერთეს, რომლებსაც ბალახებიდან ბუნებრივად მომავალი უმცირესი ელექტრო-იმპულსების მიღება შეუძლიათ, რის საფუძველზეც შეიქმნა ბიო-რობოტიზებული კომპლექსი, რომელიც ორმხრივად იმართება, როგორც მცენარის, ასევე ხელოვნური ინტელექტის მხრიდან.

მაგალითისათვის, ამ სისტემის მეშვეობით, ვენერას ბუზიჭერია (ბუზიჭამია მცენარე) სმართფონებთან დააკავშირეს და აიფონზე ერთი თითის დაჭერით მცენარე მაშინვე ხურავს ყბებს. ასევე შემქნილია რობოტიზებული ხელიც, რომელიც ელექტროდებთან დაკავშირების საფუძველზე მართვის ცენტრიდან დისტანციურად კრეფს ძირს დაცვენილ ნივთებს.

ეს ტექნოლოგიები ჯერჯერობით საწყის სტადიაზეა, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახლო მომავალში შეიქმნება მოწინავე ,,მცენარე-რობოტები’’ რომლებიც ბევრად უფრო მგრძნობიარე იქნება ვიდრე აქამდე არსებული სხვა რობოტები და მათგან განსხვავებით შეეძლებათ უფრო მცირე ზომის და უფრო ფაქიზი ნივთების ძირიდან აკრეფა ან მათი იდენტიფიკაცია.

,,მცენარე-რობოტების’’ ასეთი ვარიანტები შეიძლება აღიჭურვოს მრავალი ტიპის ხელოვნური ინტელექტითა და აპარატურით, რითიც ახალი ჰიბრიდული სისტემები შეიქმნება’’- განაცხადა სინგაპურის ნანიანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წამყვანმა მკვლევარმა ჩენ სიაოდუნმა. თუმცა არსებობს გარკვეული პრობლემებიც, მისი თქმით ვენერას ბუზიჭერიას სმართფონზე შეერთებით შესაძლებელია აიფონიდან მხოლოდ მისი პირის გაღება, ხოლო რაც შეეხება ყბების დახურვას, ეს სწრაფად ვერ ხერხდება და ბიოლოგიურად ამას 10 საათზე მეტი დრო ესაჭიროება.

,,მცენარე-რობოტების’’ ფართო გამოყენების პერსპექტივას ხედავენ მეცნიერები სოფლის მეურეობის სფეროებში. მათი მეშვეობით, ფერმერებს შეეძლებათ ნათესებიდან მომავალი უმცირესი ელექტრო-იმპულსების წაკითხვა და სხვა და სხვა პრობლემის, მათ შორის მცენარეთა ანომალიებისა და დაავადებების წინასწარი იდენტიფიკაცია და შესაბამისად მათი პრევენცია. ასევე დადგინდება ნიადაგის ვარგისიანობის კრიტერიუმები. 

2016 წელს, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა ელექტროდებით ისპანახის ფოთლები სპეციალურ რადარებთან დაკავშირა, რითიც შესაძლებელი გახდა მიწიდან მომავალი ელექტრო იმპულსებით დაედგინათ ნიადაგქვეშა წყლებში ფეთქებადი ნივთიერებების არსებობა. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system