თავში

მეცნიერებმა მცენარეებიდან მწერებზე გენების გადაცემის ბუნებრივი მეთოდი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა მცენარეებიდან მწერებზე გენები
მეცნიერებმა  მცენარეებიდან მწერებზე გენების გადაცემის ბუნებრივი მეთოდი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა მცენარეებიდან მწერებზე გენების გადაცემის ბუნებრივი მეთოდი აღმოაჩინეს . ამის შესახებ კვლევა გამოცემა Nature-ში გამოქვეყნდა.

ფრთათეთრა ალეიროდიდებმა მცენარეების გენი შეითვისეს, რათა მათ მიერ გამოყოფილი ტოქსინები ორგანიზმში გაანეიტრალონ. შედეგად, ფრთათეთრებს, სხვა მწერებთან შედარებით, უკეთესად შეუძლიათ მარცვლეული მცენარეებით კვება. აღსანიშნავია, რომ გენის გადაცემა მილიონობით წლის წინ მოხდა.  

ამ გენის აღმოჩენისა და შემდეგ მისი "გათიშვის" შემთხვევაში, კვების ჯაჭვი შესაძლოა მცენარეების სასარგებლოდ შეიცვალოს. ფრთათეთრა შხამის მიმართ მოწყვლადი გახდება, შედეგად კი სოფლის მეურნეობას გაცილებით ნაკლები ზიანი მიადგება.  აღსანიშნავია, რომ ფრთათეთრებს ასზე მეტი ვირუსის გადატანა შეუძლიათ მცენარეებში.

ადრე ცნობილი იყო ბაქტერიებიდან ან სოკოებიდან მწერებზე გენის გადატანის შემთხვევები. მცენარეთაგან მწერებზე გენების გადატანა პირველად ახლა, ჩინეთის მეურნეობის აკადემიის მეცნიერებმა დააფიქსირეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system