თავში

მეცნიერებმა "ომიკრონის" პირველი ფოტო გამოაქვეყნეს - PHOTO

​მეცნიერებმა "ომიკრონის" პირველი ფოტო გამოაქვეყნეს
მეცნიერებმა ომიკრონის პირველი ფოტო გამოაქვეყნეს - PHOTO

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ელექტრონული მიკროსკოპით არის გადაღებული.

მედიცინის ფაკულტეტის მეცნიერებმა, მათ შორის პათოლოგიისა და ვირუსოლოგიის დარგის სპეციალისტებმა, მაიმუნის თირკმლის უჯრედის (Vero E6) ელექტრონული მიკროფოტოს გადაღება შეძლეს, რომელიც SARS-CoV-2-ის "ომიკრონის" ვარიანტით იყო ინფიცირებული.

ცნობისთვის, 1 დეკემბერს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, პირველებმა აზიაში, კორონავირუსი ახალი შტამი "ომიკრონი" კლინიკური ნიმუშებიდან გამოყვეს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system