
მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე მცირე ზომის რეპტილიის სახეობა აღმოაჩინეს. ქამელეონის ქვესახეობის სხეული სულ რაღაც 13,5 მმ სიგრძისაა.
ნანო-ქამელეონი მადაგასკარში საექსპედიციო ჯგუფმა აღმოაჩინა.
თუ მამრს კუდიდან გავზომავთ სიგრძეში 22 მმ-ია. შედარებით დიდია მდედრი, რომელიც სიგრძეში 29 მმ-ს აღწევს.
"ქამელეონის ახალი სახეობა მხოლოდ მადაგასკარის მთაგორიან ტროპიკულ ტყეში გვხვდება და შესაძლოა ის გადაშენების პირას იყოს", - ნათქვამია Scientific Reports journal-ში.