თავში

მეცნიერებმა შექმნეს აბი, რომელიც კბილის მინანქარს აღადგენს

მეცნიერებმა შექმნეს აბი, რომელიც კბილის მინანქარს აღადგენს
მეცნიერებმა შექმნეს აბი, რომელიც კბილის მინანქარს აღადგენს

მეცნიერთა გუნდი ოკეანის გაღმიდან ამტკიცებს, რომ მათ შექმნეს აბი, რომელსაც შეუძლია თქვენი კბილების გაძლიერება და მეტიც, დაზიანებული მინანქრის აღდგენა.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერები, ჯადოსნური აბის დასატესტად კლინიკური კვლევების დაწყებას ახლო მომავალში გეგმავენ.

ეს ინოვაციური აბი, გარედან გენეტიკურად მოდიფიცირებული ცილის საშენი "აგურებითაა" დაფარული - მეცნიერების თქმით, ეს საშენი მასალა დაზიანებულ კბილზე დაეწებება და მასზე მინანქრის ახალ ფენას შექმნის.

მეცნიერები აცხადებენ, რომ კვლევები სავარაუდოდ 3 თვეში დასრულდება.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული აბი გაამართლებს, მეცნიერები მსგავსი სისტემის კბილის პასტის და გელის შექმნასაც აპირებენ. ექსპერიმენტის წარმატების შემთხვევაში, ეს იქნება უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი კბილების მოვლისა და შენარჩუნების მიმართულებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system