თავში

მეცნიერებმა შხამიანი ხეების ახალი სახეობა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა შხამიანი ხეების ახალი სახეობა აღმოაჩინეს
მეცნიერებმა შხამიანი ხეების ახალი სახეობა აღმოაჩინეს

კუინზლენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ხე, რომელიც "მორიელის შხამის მსგავს" ტოქსინებს გამოყოფს. ხე, რომელსაც ფართო ოვალური ან გულის ფორმის ფოთლები აქვს ავსტრალიაში, კუინზლენდის ჩრილოეთით, ტროპიკულ ტყეებში გვხვდება.

ხის ფოთლები ნემსის მსგავსი ბუსუსებით არის დაფარული, რომელიც შხამს შეიცავს.

ქუინზლენდის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიომეცნიერების ინსტიტუტის ასოცირებულმა პროფესორმა, ირინა ვეტერმა აღნიშნა, რომ ხის შემადგენლობაში მკვლევარებმა ნეიროტოქსინის მინიპროტეინების ახალი კლასი აღმოაჩინეს. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ხის შხამი ადამიანის ორგანიზმში ძლიერი ტკივილის შეგრძნებასა და კრუნჩხვებს იწვევს. მისი გავლენა კი ისეთივე საგანგაშოა, როგორც შხამიანი ობობის ან/და მორიელის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system