თავში

მეცნიერებმა სიცოცხლის 25%-ით გახანგრძლივების საშუალება დაასახელეს

​მეცნიერებმა სიცოცხლის 25%-ით გახანგრძლივების საშუალება დაასახელეს
მეცნიერებმა სიცოცხლის 25%-ით გახანგრძლივების საშუალება დაასახელეს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველის ზომიერად მიღება სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას უწყობს ხელს. ამის შესახებ ტეხასის A&M უნივერსიტეტის ექსპერტებმა განაცხადეს.

მათი თქმით, ისეთი ყველი, როგორიცაა ჩედარი, ბრი და პარმეზანი, ქიმიურ სპერმიდინს შეიცავს, რომელიც უფრო დაბალ არტერიულ წნევას უზრუნველყოფს და გულის უკმარისობის და სხვა გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკებს 40 პროცენტით ამცირებს.

ლაბორატორიულ ექსპერიმენტების დროს ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ცხოველების რაციონში სპერმიდინის დამატება მათი სიცოცხლის ხანგრძლივობას 25%-ით ზრდის. მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ ნივთიერებას აქვს უნარი, ღვიძლის დაზიანებული უჯრედების გამრავლება დაბლოკოს და ამით ღვიძლის ფიბროზს ხელი შეუშალოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system