თავში

მეცნიერებმა უცნობი წარმომავლობის ძლიერი კოსმოსური გამოსხივება დააფიქსირეს

ასტრონომებმა შავი ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც
მეცნიერებმა უცნობი წარმომავლობის ძლიერი კოსმოსური გამოსხივება დააფიქსირეს

ტიბეტში განთავსებულმა ტელესკოპების კომპლექსმა, ირმის ნახტომის გავლით, გამა სხივების მაღალი გამოსხივების პირველი მტკიცებულება აღმოაჩინა. გამოსხივების წყარო ჯერ-ჯერობით უცნობია.

საერთო ჯამში, დაფიქსირდა 23 გამოსხივება და ერთ-ერთი მათგანის ენერგიამ რეკორდიც კი მოხსნა. დაფიქსირებული გამოსხივება ათასჯერ მეტია ვიდრე ნებისმიერი სხვა გამა-სხივის ენერგია, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა დედამიწაზე.

კოსმოსური გამა სხივები წარმოიქმნება ე.წ. პევატრონებით, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს სუპერნოვას აფეთქებებიდან ან სუპერმასიური შავი ხვრელიდან გალაქტიკის ცენტრში. მიუხედავად ამისა, არც ერთი პივატრონი ჯერ აღმოჩენილი არ არის.

შავი ხვრელები და სუპერნოვები კაცობრიობისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია, თუმცა ამ დონის გამოსხივები მათგან ჯერ არასდროს დაფიქსირებულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system