თავში

მეწყრის გამო 64 ათას იაპონელს ევაკუაცია ურჩიეს

​მეწყრის გამო 64 ათას იაპონელს ევაკუაცია ურჩიეს
მეწყრის გამო 64 ათას იაპონელს ევაკუაცია ურჩიეს

იაპონიის ფუკუის პრეფექტურის მთავრობამ მოსახლეობას ევაკუაცია ურჩია, რადგან აქ მეწყერების საშიშროებაა. ამის შესახებ ინფორმაციას NHK ავრცელებს.

ხელისუფლების განკარგულება დაახლოებით 64 ათას იაპონელს შეეხო, რომლებიც 16 რაიონში ცხოვრობენ.

თვითმხილველების თქმით, ზოგიერთმა მოქალაქემ, რომელმაც ევაკუაციის რეკომენდაცია მიიღო, სახიფათო ადგილების დატოვება ამინდის არახელსაყრელი პირობების გამო ვერ შეძლო და სახლში დარჩენა უწევს.

ფუკუის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგია გაითიშა და მატარებლები გაჩერდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system