თავში

მევლუთ ჩავუშოღლუ: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ყირიმის საკითხში, საქართველოს და ასევე მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანს

მევლუთ ჩავუშოღლუ: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ყირიმის საკითხში, სა
მევლუთ ჩავუშოღლუ: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ყირიმის საკითხში, საქართველოს და ასევე მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანს

აზერბაიჯანის სამხედრო პოტენციალი „სომხეთის არმიის მოსაგერიებლად“ საკმარისია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, თურქეთი მას მოთხოვნილ სამხედრო დახმარებას გაუწევს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ყირიმის საკითხში, საქართველოს და ჩვენ მართლები ვართ. სწორედ ასევე ვუჭერთ მხარს აზერბაიჯანს. თუკი საჭირო გახდება, დავეხმარებით, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ აზერბაიჯანს შესაძლებლობები ჰყოფნის. ჩვენ მათთან სამხედრო თანამშრომლობა გვაქვს და აზერბაიჯანმა მიიღო ყველაფერი აუცილებელი სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ჩვენგან და ეს მისი უფლებაა. ბრძოლის ველზე ჩვენ გავუწევთ დახმარებას, თუკი ასეთი აუცილებლობა იქნება“, – განუცხადა სააგენტო "ანადოლუს" ჩავუშოღლუმ.

მინისტრის თქმით, სომხეთი თავისი შეტევებით საერთაშორისო სამართლის ნორმებს უგულებელყოფს და ამაზე პასუხის გაცემაა საჭირო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system