თავში

მევლუთ ჩავუშოღლუ: სომხეთმა აზერბაიჯანის მიწები უნდა დატოვოს

​მევლუთ ჩავუშოღლუ: სომხეთმა აზერბაიჯანის მიწები უნდა დატოვოს
მევლუთ ჩავუშოღლუ: სომხეთმა აზერბაიჯანის მიწები უნდა დატოვოს

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთო გზა სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის დატოვებაა, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

„არსებობს ამ პრობლემიდან ერთადერთი გამოსავალი - სომხეთმა აზერბაიჯანის მიწები უნდა დატოვოს. სანამ ეს არ მოხდება, პრობლემა არ გადაიჭრება",- აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრა სურს და ის აზერბაიჯანის გვერდით დგას.

„ჩვენ ამ კონფლიქტის გადაჭრა გვსურს. აზერბაიჯანის გვერდით ვართ როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან",- აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system