თავში

მღებავს ბინა შეეშალა, რის გამოც მას ესროლეს

მღებავს ბინა შეეშალა, რის გამოც მას ესროლეს
მღებავს ბინა შეეშალა, რის გამოც მას ესროლეს

აშშ-ში, ქალაქ ჰაი-პიონტში მღებავმა ბაირონ კასტილიომ უფროსისგან სამუშაოს შესასრულებლად მისამართზე გამოძახება მიიღო. 48 წლის მღებავს მისამართი შეეშალა და სხვა ბინას მიადგა. დიდი ხნის განმავლობაში ის კარზე აკაკუნებდა, თუმცა კარი არავინ გაუღო. ამის შესახებ გამოცემა New York Post წერს.

მღებავმა კარის გასაღებით გაღება სცადა, რომელიც უფროსს ბინის მეპატრონემ საგანგებოდ გადასცა. როდესაც ბაირონმა კარი გააღო, სროლის ხმა გაისმა. მღებავს ცეცხლსასროლი იარაღიდან გულ-მკერდის არეში ჭრილობა ბინის 28 წლის მეპატრონემ, გრეგორი სიმსმა მიაყენა, რადგან მძარცველი ეგონა.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ოპერაცია გაუკეთეს. მამაკაცი ამჟამად რეანიმაციაშია. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მედიის ინფორმაციით, გრეგორი სიმსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის.

"გაუგებრობის შედეგად კასტილიო, შეცდომით, სხვა ბინაში შეღწევას ცდილობდა და სიმსმა ეს საფრთხედ აღიქვა და მას ესროლა", - განაცხადეს პოლიციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system