თავში

მღვდელმა, რომელიც კორონავირუსს არ აღიარებს, მონასტრის ოკუპაცია მოახდინა

​მღვდელმა, რომელიც
მღვდელმა, რომელიც კორონავირუსს არ აღიარებს, მონასტრის ოკუპაცია მოახდინა

რუსი მღვდელი მამა სერგი, რომელიც კორონავირუსის არსებობას უარყოფს, ურალის ერთ-ერთ დადათა მონასტერშია გამაგრებული.
რენეგატმა მღვდელმა, რომელსაც რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეკატერინებურგის ეკლესიაში ქადაგება აუკრძალა, თავი შუაურალის დედათა მონასტერს შეაფარა. მონასტერში მას მომხრეთა შეიარაღებული დაცვა იცავს.

ყოფილი მილიციელი, მამა სერგი რომანოვი მონასტრის დატოვებას არ აპირებს. „მე არ წავალ.. თქვენ ჩემი გამოგდება მილიციისა და გვარდიის ძალით მოგიწევთ“, განაცხადა სერგი რომანოვმა ვიდეომიმართვაში.

მამა სერგის საეჭვო ქადაგების გამო აპრილის ბოლოს ეკლესიაში ღვთისმსახურება და ჯვრის ტარება აუკრძალეს. მისი საქმე განსახილველად საეკლესიო სასამართლოს გადაეცა.

სერგი რომანოვი ცალკე მონასტერში იზოლაციაში განაწესეს, თუმცა მან ისევ განაგრძო „ანტიკორონა ქადაგება“ და ის ადამიანები დაწყევლა, ვინც ეკლესიები პანდემიის გამო დაკეტა.

სერგი რომანოვის თქმით, კორონავირუსი არ არსებობს და ის ადამიანების სამართავად არის გამოგონილი.

სერგი რომანოვის თქმით, ამ ყველაფრის მიზანი რუსების „სატანის ელექტრონულ ბანაკში“ მოქცევა და ამ გზით მათი მართვაა. „სატანის ელექტრონულ ბანაკში“ რომანოვი ელექტრონულ მოწმობებს, პასპორტებსა და ხელოვნურ ინტელექტს გულისხმობს. იგი აცხადებს, რომ ვაქცინაცია იმისთვის არის მოგონილი, რომ ადამიანებს მოტყუებით ელექტრონული ჩიპები ჩაუყენონ.

Transparency International-ის განცხადებით, მონასტერი, სადაც ურჩი მღვდელია გამაგრებული, ერთგვარი ავტონომიის მქონე ეპარქიაა. ის უზარმაზარ რეზიდენციასა და ქონებას ფლობს მიწებით, ფერმერული მეურნეობით, სკოლებითა და სასაფლაოებით, რაც სერგი რომანოვს იქ უზრუნველად მოღვაწეობის საშუალებას აძლევს. მას მიმდევრები „სამეფო ღვთისმსახურების“ ლიდერსაც უწოდებდნენ. მამა სერგიმ გვარი შეიცვალა და რუსეთის ბოლო მეფის, ნიკოლოზ II-ის პატივისცემად, რომელიც 2018 წელს ეკატერინბურგში ოჯახთან ერთად მოკლეს, რომანოვი გახდა

რენეგატი მღვდელი და ყოფილ მილიციელი, 90-იამ წლებში ნასამართლევი იყო ყაჩაღობისა და ქურდობისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system